მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს

საქართველოში უნდა იყოს რეალური მოლოდინი ევროპის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების, რომელიც უნდა აისახოს სტატუსის მიღებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, თუ საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს მხოლოდ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამსახურებაა.

,,ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება, ყველა პარამეტრით ჩვენ წინ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს წევრებს, ამ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება სხვის მიმართ უნდა იყოს პოზიტიური, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს. რაც შეეხება ცალკეული ლობისტების კრიტიკულ განცხადებებს, ეს არის თავდასხმა და შეტევა არამხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ქართულ სახელმწიფოზე. ამ ადამიანებს შეუძლიათ ცოტა ხნით მაინც გაჩერდნენ და გაეშვან მცდელობებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუ საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ოპოზიცია ამაზე დაიბრალებს თითქოს „ალდემ“, „სახალხო პარტიამ“ და ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ამ შემთხვევაში ცდილობენ, დაბრალდეს ხელისუფლებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს