მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - ივანიშვილი პოლიტიკურ თემებში არ ერევა და ამ დროს თქვენ მაინც „გვაწვებით“, უკაცრავად, რომ გვაქვს არაფორმალური მმართველობა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა მოგონილი ნარატივია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა და მმართველი გუნდის წევრებს მასთან შეხებაც კი არ აქვთ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი და ბიძინა ივანიშვილზე მოსალოდნელი ფინანსური სანქციების დაწესების თვალსაზრისით თავდასხმა ერთი შეკრული კოორდინირებული მოქმედებების ნაწილია, რომელიც მოგონილ ამბავს ეფუძნება.

„ეს არაფორმალური მმართველობა, ეს რუსული ნარატივის შემოტანა და ა.შ. და თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე და გახსოვთ, ამ მიმართულებით შანტაჟის მცდელობები სულ რამდენიმე კვირის ამბავია, არის ერთი შეკრული კოორდინირებული მოქმედებების ნაწილი, რომელიც უბრალოდ იმიტომ არ გავა ამ ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ, რომ მოგონილ ამბავს ეფუძნება, თქვენს მიერ, თქვენი ტელევიზიის, თქვენი პარტიის მიერ მოგონილ ამბავს და მოგონილ ამბავზე გაბრაზებული კომენტარები არის უპერსპექტივო.

დიახ, არაფორმალური მმართველობა არის თქვენი მოგონილი ნარატივი. საქართველოში თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს არაფორმალური მმართველობა გვაქვს, ის არის უბრალოდ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სუპერ სუბიექტური. ამაზე მეტი სუბიექტურობა არ შეიძლება.

ადამიანი არ ერევა პოლიტიკაში, თქვენ ამბობთ არაფორმალური მმართველობაო. ახლა როგორ გავაკეთოთ? როდესაც არათუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა საუბარი, შეხებაც კი არ გვაქვს ადამიანთან, არანაირ კონტექსტში, პოლიტიკურ თემებში არ ერევა და ამ დროს თქვენ მაინც „გვაწვებით“, უკაცრავად, რომ გვაქვს არაფორმალური მმართველობა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ ადამიანს დაუჭერს მხარს ვინც მართალია, მითუმეტეს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და 2012 წლის მთავარ შემოქმედს.

ბიძინა ივანიშვილი მთავარი ქველმოქმედია, არა მხოლოდ სხვადასხვა თვალსაზრისით, არამედ, მათ შორის, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ის არის პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და არ მგონია, რომ ამ ქვეყნისთვის ცოტა ჰქონდეს გაკეთებული, ნახევრად ირონიულად რომ ვთქვათ.

თქვენი პარტიის და თქვენი ლობისტების გეგმა იყო რომ მისი [ბიძინა ივანიშვილის] გავლით საქართველოს ხელისუფლება დაგეშანტაჟებინათ და ვერც ის ადამიანი გაიცნეს და ვერც ჩვენი მოქმედების სტილი - იმ ადამიანმა 2012 წელს საკუთარი ოჯახი და საკუთარი სიცოცხლე გადადო გვერდით და ახლა რაღაცა ფინანსური შანტაჟით ჩვენამდე მოსვლას აპირებენ და რამდენად სულელურ არგუმენტებში იყავით შესული ახლა თქვენ თავად წარმოიდგინეთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს