იტალიის პრეზიდენტი - საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია და ლოგიკურია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს - იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას

საქართველოს საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას, - ამის შესახებ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იტალია ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„პირველად ჩვენ საქართველო ვაღიარეთ 1921 წელს და მეორედ 1992 წელს და გასულმა 30 წელმა გააღრმავა ჩვენს შორის ურთიერთობა. თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რაც გულისხმობს ომის დაგმობას, მშვიდობიან თანაარსებობას და ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარებას.

იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის აგრესიას უკრაინაში ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან, კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა და საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას.

შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას. ეს ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. იტალიას და საქართველოს აერთიანებს მრავალმხრივი ურთიერთობა - ეკონომიკური, კულტურული, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით, შეხვედრაზე ხაზი გავუსვით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ამ ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია