გიგა ბოკერია - გვყავს ხელისუფალი, რომელიც ეჭვმიტანილია ისეთ ქმედებებში, რომელიც სანქცირებას იმსახურებს

საქართველო უნდა იყოს კარგი გაგებით პაპზე უფრო კათოლიკე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყველა ბარიერის მიუხედავად უნდა მივიწევდეთ წინ ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, დაცულობისკენ და ამ დროს გვყავს ხელისუფალი, რომელიც შემჩნეულია პუტინის რუსეთთან კავშირში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია EPP-ის რეზოლუციას.

ბოკერიას განცხადებით, ის, რომ განხილვის საგანია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი, უმძიმესი პოლიტიკური განაჩენია ქვეყნისთვის.

“საქართველო უნდა იყოს კარგი გაგებით პაპზე უფრო კათოლიკე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყველა ბარიერის მიუხედავად უნდა მივიწევდეთ წინ ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, დაცულობისკენ და ამ დროს გვყავს ხელისუფალი, რომელიც არის მინიმუმ ეჭვმიტანილი თავისუფალი სამყაროსგან ისეთ ქმედებებში, რომელიც სანქცირებას იმსახურებს, როგორც დემოკრატიის, ასევე თავისუფალი სამყაროს მტრის, პუტინის რუსეთთან კავშირის თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა