„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები ესტონეთის ელჩს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები ესტონეთის ელჩს საქართველოში, რინა კალიურანდს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს.

მათი ცნობით, რინა კალიურანდთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ესტონეთის ელჩმა დაადასტურა მისი მხარდაჭერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, ესტონეთის ელჩი მზად არის დაარწმუნოს სკეპტიკოსები თუ რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი.

“შეხვედრა გვქონდა საქართველოში ესტონეთის ელჩთან, რინა კალიურანდთან, ვისაუბრეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით.

ესტონეთიც იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მათ დროულად მოახერხეს და გახდნენ ევროკავშირის წევრები, დღეს ესტონეთის ეკონომიკა არის 5-ჯერ მეტი ვიდრე საქართველოსი. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ისინი მაგალითი არიან არა მარტო საქართველოსთვის არამედ მსოფლიოსთვის.

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ჩვენს ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ დღე და ღამე მუშაობას იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ესტონეთის ელჩმა დაგვიდასტურა, უბრალოდ მხარს კი არ დაგვიჭერენ, არამედ მოგვეხმარებიან იმაში, რომ სხვებიც, სკეპტიკოსებიც დაარწმუნონ, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა