გიგა ბოკერია - „ქართული ოცნება“ ილია ჭავჭავაძის სახელს მისივე იდეების, თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგო ბინძური პროპაგანდისთვის იყენებს

ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა საბჭოთა კავშირის აპოლოგეტები არიან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციურ სპექტრზე გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ილია ჭავჭავაძის სახელს მისივე იდეების, თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგო ბინძური პროპაგანდისთვის იყენებს.

„როგორი უტიფარი ცინიზმია, რომ ღარიბაშვილ-კობახიძე-ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ღიად საბჭოთა წარსულის აპოლოგეტია, საბჭოთა კავშირს მისტირიან. ღარიბაშვილის არაერთი განცხადება არსებობს, სტალინს მისტირიან და ამ ბოროტმოქმედი ჯალათის აპოლოგეტები არიან. საკუთარი შავრაზმული, პუტინისტური იდეოლოგიისთვის თან ილია ჭავჭავაძის სახელს იყენებენ. ზუსტად ისე, როგორც „ალტ-ინფო“ და დანარჩენი პუტინისტები აკეთებენ. ეგეც იყო ბოლშევიკების მეთოდი. მათთვის სრულიად მიუღებელ ფიგურასა და ოპონენტს, ისეთს, როგორც ილია ჭავჭავაძე იყო, შინაარსი გამოაცალეს და მისი სახე საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენეს. სწორედ ილიას იდეების, ანუ თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგო და ამას ესენი ახლაც შვრებიან,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს