რუსეთის დუმამ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შესახებ კანონი დაამტკიცა

რუსეთის დუმამ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შესახებ კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კანონის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებები, რომლებიც 15 მარტის შემდეგ (ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ რუსეთის ფედერაციის განაცხადის შეტანის დღიდან) გამოიცა, რუსეთის მიერ არ შესრულდება. ამასთან აღნიშნული დადგენილებები აღარ იქნება საფუძველი იმისა, რომ რუსეთის სასამართლოებში გადაწყვეტილებები გადაისინჯოს.

რაც შეეხება მანამდე მიღებულ გადაწყეტილებებს, რუსეთის გენერალური პროკურატურა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებს ფულადი კომპენსაციების გადახდას განმცხადებლებისთვის, რომელზეც გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოს 16 მარტამდე აქვს გამოტანილი.

კომპენსაციის გადახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად განხორციელდება მხოლოდ რუბლით და მხოლოდ რუსეთის ბანკების ანგარიშებზე.

რუსეთის დუმის სახელმწიფო აღმშენებლობისა და კანონმდებლობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პაველ კრაშენნიკოვის განცხადებით, ეს დაიცავს რუსეთის მოქალაქეების უფლებებს.

აღნიშნულ პაკეტს მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის საბჭომაც.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია