შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტს მიმართავს. პლენარულ სხდომაზე დეპუტატების გარდა იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ანგარიშს ისმენენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა