სალომე სამადაშვილი - იმ ყველაფრის გამო, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ, ჩვენ შევძლოთ, მივიღოთ უპირობო კანდიდატობის სტატუსი

იმ ყველაფრის გამო, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, ფაქტობრივად გამოვრიცხავ, ჩვენ შევძლოთ, მივიღოთ უპირობო კანდიდატობის სტატუსი, ვფიქრობ, იქნება ძალიან მკაცრი პირობითობა, რა პერსპექტივაც არ უნდა მოგვენიჭოს ევროპული საბჭოს სხდომაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ეს იყოს კანდიდატობა პირობებით ან ევროპული პერსპექტივა ასევე პირობებით.

"გამიჭირდება გითხრათ, ეს რა გადაწყვეტილება იქნება, იქნება ეს კანდიდატობა პირობითი თუ ევროპული პერსპექტივა პირობითი, მაგრამ ძალიან მკაცრი პოლიტიკური პირობები იქნება ჩემი აზრით დაწესებული "ქართული ოცნებისთვის". ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პირობების დაკმაყოფილებას. ეს ეხება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და სხვა. "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც სამწუხაროდ, დღემდე არ გააკეთა არაფერი, მრავალი მოწოდების მიუხედავად, განეცხადებინა, რომ მიშელის დოკუმენტში ბრუნდება, შესაბამისად, იღებს ვალდებულებებს, რომ ყველა მიმართულებით სწორად გადადგას რაიმე ნაბიჯები წინ, არ შეისმინა ჩვენი მოწოდებები და ამის შედეგს, ვშიშობ, ვიხილავთ ევროპულ საბჭოზე, სადაც სამწუხაროდ, მივიღებთ ბევრად ნაკლებს, ვიდრე შეიძლებოდა, რომ მიგვეღო ჩვენ რომ გვყავდეს დღეს ხელისუფლება, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს