შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის შესასვლელთან რკინის კონსტრუქციები არ არის კარგი პოლიტიკური გარემოსთვის - ეს გადაწყვეტილებები მიიღება უსაფრთხოების რისკების შეფასების საფუძველზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის შესასვლელში განთავსებული რკინის კონსტრუქციები პოლიტიკური გარემოსთვის კარგი არ არის. ამის შესახებ პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის პირადად შეეცდება, რაც შეიძლება მალე შემცირდეს უსაფრთხოების რისკები და მოიხსნას კონსტრუქციები.

„რკინის კონსტრუქციები არ არის კარგი პოლიტიკური გარემოსთვის. სამწუხარო რეალობაა. ეს გადაწყვეტილებები მიიღება უსაფრთხოების რისკების შეფასების საფუძველზე. იმისდა მიხედვით, როგორია უსაფრთხოების რისკების შეფასება, შესაბამის სტრუქტურებთან კონსულტაციით მიიღება ეს გადაწყვეტილება. ჩემი მხრივ დაგიდასტურებთ, რომ მე პირადად შევეცდები, რაც შეიძლება მალე შემცირდეს ეს უსაფრთხოების რისკები და შემდეგ მოიხსნას კონსტრუქციები. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ პირადად როგორც მოქალაქე და ამ პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ, მომსწრე ვიყავი, არ ვიცი ამას რა დავარქვა - შტურმია, შეტევაა, არალეგიტიმური ქცევაა, აგრესიაა თუ სხვა, ის რაც არ ეკადრება პარლამენტის კედლებს, ის ხდება. ის ბარიერებიც იმისთვისაა, რომ საბოლოო ჯამში არ მივიდეს იმხელა ესკალაციამდე, რომ დამატებითი ზიანი გამოიწვიოს გარკვეული წესრიგის დარღვევის აღკვეთამ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს