მარიამ ჯიშკარიანი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართავს, დროულად მიაწოდის უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარება და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართავს, დროულად მიაწოდის უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარება და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს.

როგორც ჯიშკარიანმა “ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა, არ გამოვრიცხავს სხვა საერთაშორისო ექსპერტის მოწვევასაც.

მისი თქმით, ექსპერტების დასკვნა რაც შეიძლება მოკლე ხანში იქნება.

“მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, დროულად მოგვაწოდოს უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარება და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს. არ გამოვრიცხავ სხვა საერთაშორისო ექსპერტის მოწვევასაც, ვინაიდან ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით მიმდინარეობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით დასკვნა იყოს სწრაფად, თუმცა დოკუმენტაცია მოცულობითია და არგუმენტაციისთვის გვჭირდება სხვადასხვა ექსპერტ-სპეციალისტების დასკვნები. აქედან გამომდინარე შევჯერდებით და დასკვნა იქნება, რაც შეიძლება მოკლე ხანში”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი განცხადებით, ამ პერიოდში მიმდინარე მკურნალობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადეკვატური.

“მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად. მთელი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო მკურნალობა და ამ პერიოდში მიმდინარე მკურნალობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადეკვატური, ეს არის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. შესაბამისად, დასკვნა იქნება სერიოზული, არგუმენტირებული. ყველა ის დიაგნოზი, რომელიც ცენტრ “ემპათიას” დასმული აქვს დეკემბერში რელევანტურია. დაემატება სხვა ნიუანსები და არგუმენტაცია, შემდეგ კი წარიმართება სასამართლოში”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს