უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსეთი ქვეყნის მარცვლეულის ბაზარზე კონტროლის მოსაპოვებლად, ხელოვნურად დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა რუსეთი ქვეყნის მარცვლეულის ბაზარზე კონტროლის მოსაპოვებლად, ხელოვნურად დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენი პოზიცია მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით ნათელია: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. რუსეთი ბაზრის ხელში ჩასაგდებად დაბრკოლებებს ხელოვნურად ქმნის და ევროპას სურსათის ნაკლებობასთან დაკავშირებით აშანტაჟებს", - წერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.

ამასთან, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანკარაში ერთმანეთს შეხვდნენ, რათა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განიხილონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს