კახა კალაძე - ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე გამწვანებული, ყველაზე მოწესრიგებული - ეს ვიცით, გულს გიხეთქავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს - რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ, არაფერი გამოგივათ!

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიც არ უნდა ეცადონ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ დედაქალაქის განვითარებას ხელი შეუშალონ, მაინც არაფერი გამოუვათ.

"ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ყოველთვის გამოყენებული იქნება საუკეთესო მასალები, საუკეთესო კომპანიებისგან იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქი იქნება ევროპული დონის ქალაქი. ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე გამწვანებული, ყველაზე მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით, ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს ვიცით, გულს გიხეთქავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს ასე იქნება, რადგან ჩვენი დაპირებაა. ქვეყნის აღმშენებლობას, განვითარებას, რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ხელი შეუშალოთ ქვეყნის განვითარებას, სიმშვიდეს, ეკონომიკურ წინსვლას, არაფერი გამოგივათ!"-განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო