ანა ბუჩუკური შალვა პაპუაშვილს - შეგიძლიათ აპარატის თანამშრომლებს ჰკითხოთ, თუ რას ფიქრობენ ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ხარისხზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საზედამხედველო ფუნქციას

შეგიძლიათ აპარატის თანამშრომლებს ჰკითხოთ, თუ რას ფიქრობენ ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ხარისხზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საზედამხედველო ფუნქციას, - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

ბუჩუკურის განცხადებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია იმდენად დასუსტებულია, რომ პრემიერ- მინისტრის აპარატმა პასუხი 322 დღის დაგვიანებით გამოაგზავნა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თემით მედია დაინტერესდა.

"მინდა შევეხო ამ პარლამენტის აბსოლუტურად მოშლილ და დასუსტებულ საზედამხედველო ფუნქციას. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ერთი დეპუტატის შეფასება, შეგიძლიათ ჰკითხოთ აპარატის თანამშრომლებს, თუ რას ფიქრობენ ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ხარისხზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საზედამხედველო ფუნქციას. ყველაზე მწვავე პრობლემა ეს არის - პარლამენტის წევრის კითხვების სრული იგნორი, მათ შორის, განსაკუთრებულად ურჩია პრემიერ-მინისტრი, რომელიც სამწუხაროდ აქ არ არის, თორემ მასაც ვკითხავდი ამას. მაგალითად, 322 დღის დაგვიანებულ წერილზე პასუხი ინება და გასცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჩვენი საპარლამენტო ჟურნალისტი დაინტერესდა ამ თემით, სიუჟეტი მოამზადა და კიდევ ერთხელ მინდა ამ ჟურნალისტს მადლობა გადავუხადო. ამის შემდეგ მე მივმართე საპროცედურო კომიტეტს, მაგრამ ამის გარეშეა ის ვალდებული, რომ კონსტიტუციის მოთხოვნა შეასრულოს, თუმცა, აქაც დაარღვია კონსტიტუცია და თავად არ გასცა პასუხი დეპუტატის შეკითხვას, არამედ გააცემინა აპარატის ოფისის თანამშრომელს" - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ ყურადღება მიაქციოს მთავრობის წევრების მიერ კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებას.

"ჩემი მოწოდება იქნება თქვენს მიმართ და თხოვნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მთავრობის წევრების მიერ კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებას, მოგეხსენებათ, ეს არის იმპიჩმენტის დაწყების ერთ-ერთი საფუძველი. მეორე ძალიან დიდი პრობლემა ეს არის, არათუ დაგვიანებული არამედ საერთოდ დაიგნორებული კანონპროექტები. კანონპროექტები, რომლებიც ერთი წლის წინ წარვადგინეთ, მაგრამ ამ დარბაზამდე არ მოსულა, ანუ არც კი დაწყებულა კომიტეტების მიერ მათი განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, აპარატმა დადებითი დასკვნები დადო თითოეულ კანონპროექტზე. ამაზეც მოგიწოდებთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო