ლევან ბეჟაშვილი მმართველ გუნდზე - თუ ქვეყანას ისევ „ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია მართავს, თუ ევროკავშირში ოპოზიციას უჯერებენ და ჩვენ დავდივართ კაბინეტებში, ისინი რას აკეთებენ?!

მამუკა მდინარაძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუკი ქვეყანას ისევ „ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია მართავს, თუკი ევროკავშირში ოპოზიციას უჯერებენ და ჩვენ დავდივართ კაბინეტებში, ისინი რას აკეთებენ?! რატომ არიან თანამდებობებზე?! - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მმართველი გუნდის წევრთა განცხადებებს, რომ ოპოზიციას ჰყავს ცალკეული ლობისტები, რომლებიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე მუშაობენ. მისივე შეფასებით, მსგავსი ბრალდებები ხელისუფლების პოზიციების სისუსტეს აჩვენებს.

„როცა არგუმენტები არ გაქვს, რათა დაარწმუნო პარტნიორები, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, აჩვენო ყველანაირი ძალისხმევა, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ, ამის თავი რომ არ გაქვს, გადადიხარ ოპონენტების ლანძღვაზე, გინებაზე და დადანაშაულებაზე", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრთა განცხადებებს, რომ ომბუდსმენი „ნაცმოძრაობის" სახალხო დამცველად იქცა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მიეჩვია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, ოპოზიციონერები ან ნებისმიერი პირი, მათ შორის ქვეყნის გარეთ, რომელიც დამოუკიდებელ აზრს გამოხატავს, აუცილებლად ხალხის მტრად და „ნაციონალური მოძრაობის" წევრად ცხადდება. „არათუ ქვეყნის შიგნით ხდება ეს მხოლოდ, სახელმწიფო მდივანი იქნება, ევროპარლამენტარი, თუ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თუკი გამოხატავენ მათგან განსხვავებულ აზრს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებად, ხალხის მტრებად ცხადდებიან. მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა გაითვალისწინოს სახალხო დამცველის დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეზე, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ზღვარზეა ქვეყანა და კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინშია. ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება (შეწყალება) იქნებოდა კიდევ ერთი სტიმული, რომ პარტნიორებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო