დავით სერგეენკო და მარიამ ლაშხი „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯომარე დავით სერგეენკო და საბჭოს წევრი მარიამ ლაშხი ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო მიუსაფარ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ბავშვის უფლებათა კოდექსის მონიტორინგს ახორცილებს.

„1 ივნისს, პარლამენტში გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო მიუსაფარ ბავშვთა უფლებების კუთხით სიღრმისეული კვლევის ჩატარება, რაც გამოავლენს საჭიროებებს და სხვადასხვა მომსახურებების ეფექტიანობას მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით. დღეს შევთანხმდით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოვიყენებთ საზედამხედველო ინსტრუმენტს და პარლამენტში მალე დავიწყებთ თემატურ მოკვლევას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საშემოდგომო სესიაზე უკვე გვქონდეს კონკრეტული რეკომენდაციები და საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებებისგან მოვითხოვთ კონკრეტულ ქმედებებს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს