ნატალი საბანაძე - იმედი მაქვს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სკეპტიკურ ქვეყნებში, რადგან მათი სკეპტიციზმი ჰაერიდან მოსული არ არის - ახსნაა საჭირო და დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ეს ქვეყანაში შეიცვლება

როგორც საბანაძე განმარტავს, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, დასძენს, რომ არის იმის პოტენციალი, რომ ქვეყანა დაბრუნდეს რეფორმების და განვითარების გზაზე.

„ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, განსაკუთრებით სკეპტიკურ ქვეყნებში. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციონირება და არგუმენტები. მათი სკეპტიციზმი ჰაერიდან მოსული არ არის.

როდესაც საქმე ეხება გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, ამ შემთხვევაში საქართველო ჩამორჩება. 2 წლის წინ უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე დღეს. ეს ფანჯარა რომ 2 წლის წინ გახსნილიყო, ჩვენ უფრო უკეთესი და თამამი ვიქნებოდით ამ გადაწყვეტილების მოლოდინში.

არის იმის პოტენციალი, რომ ქვეყანა დაბრუნდეს რეფორმების და განვითარების გზაზე, რაც მთავარია დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს. საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს პრობლემაა, რომელიც ჩამორჩება მოლდოვასაც და უკრაინასაც. ამის ახსნაა საჭირო და დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ეს ქვეყანაში შეიცვლება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკეპტიკურ ქვეყნებს ვესაუბროთ, თუ რა ხეირს ნახავს ევროკავშირი, რა არის ევროკავშირის ინტერესებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა