გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს და ეხმაურება ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიღებულ რეზოლუციას - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მადლობას უხდის ქვეყნებს, რომელთაც დაასპონსორეს და მხარი დაუჭირეს შესაბამის რეზოლუციას.
"გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს", - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელები Twitter-ის პირად გვერდზე.