ვიოლა ფონ კრამონი - ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია -  ჩვენ ვართ საქართველოს დიდი მეგობრები და არ გვინდა, მსგავსი განვითარების მაგალითები ვიხილოთ

იმის მაგივრად რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ ეს ერთადერთი საქმე არაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის დიდი მეგობრები და არ გვინდა, რომ მსგავსი განვითარების მაგალითები ვიხილოთ, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

„ჩვენ დიდი იმედები გვქონდა ამ ქვეყნის, როცა რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ პოსტსაბჭოთა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, საზოგადოების მოდერნიზება მოხდა და პოლიციის რეფორმა განხორციელდა, ყველაფერი ეს ახასიათებს ამ ქვეყანას და გვაჩვენებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოხდეს საზოგადოების დეპოლიტიზება და შესაბამის საზოგადოებად გარდაქმნა”, - აღნიშნა ევროდეპუტატმა.

კრამონის თქმით, ევროკავშირმა დიდი ინვესტიცია მოახდინა საქართველოში და არა მხოლოდ ფულით. ახლა კი, მისი თქმით, პროდასავლური განცხადებები იგნორირებულია და შესამჩნევია რეგრესი კორუფციის, ისევე როგორც პრესის თავისუფლების კუთხით.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია