პროექტისთვის “ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში” 563 540 ევროა გამოყოფილი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა. საველე სამუშაოები დასრულებულია, რის შემდეგაც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება.

მათივე ცნობით, პროექტს სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) სლოვენიური კომპანიის (Zavita) ჩართულობით ახორციელებს. პროექტისთვის სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მიერ 563 540 ევროა გამოყოფილი. პროექტი 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს, მოიცა კოპსეს განხორციელებული აქტივობები გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

2021 წელს, პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის აღჭურვილობა შეიძინა, 10 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი გადამზადდა, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. შეძენილია საველე აღჭურვილობა - ტყის სატვირთო, პიკაპის ტიპის ავტომანქანები, ექსკავატორი და ხის გამყოფი დანადგარი.

პროექტის საბოლოო მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდგრადი ტყითსარგებლობის წინაპირობის შექმნაა, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს