„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ - უკანონოდ მსჯავრდებული ადვოკატი სასამართლომ 16 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო

ადვოკატი, რომელსაც 2006 წელს საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილი თაღლითობის ბრალდებისთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხელახალი გამოძიების შედეგად სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ავრცელებს.

„2006 წელს უკანონოდ მსჯავრდებული, ადვოკატი მამუკა ნოზაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

მამუკა ნოზაძეს 2005 წელს, იმჟამინდელი გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მიმართ თითქოსდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილ თაღლითობას ედავებოდა. სასჯელის სახედ და ზომად კი 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადვოკატს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან და არ ყოფილა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხოლო ბრალდებულის ოჯახის წევრმა უარყო მამუკა ნოზაძისთვის ფულადი თანხის გადაცემა, არარსებული კონსულტაციის ფაქტზე. ასევე დადასტურდა, რომ მამუკა ნოზაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, ადგილი ქონდა ადვოკატის მიმართ მისი უფლებების უხეშ დარღვევას და ადვოკატის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მამუკა ნოზაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ცხადია, არც დაკავებისას და არც განაჩენის გამოტანის დროს 2006 წელს და არც ამჟამად, ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვისას, არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა ადვოკატის დანაშაულებრივ ქმედებას, რაც აისახა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განაჩენში.

მამუკა ნოზაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და მის მიმართ უკანონო ბრალდება ასევე, დადასტურდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეაბილიტაციის კომისიისა (2018 წლის) და სახალხო დამცველის (2008 წლის) დასკვნებით, რომელიც შეტანილ იქნა სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„2005 წლიდან დღემდე არ შემიწყვეტია ბრძოლა იმისთვის, რომ სამართლიანობას ეზეიმა და ჩემი გასამართლების უკანონობა დამემტკიცებინა. პროკურატურამ ხელახალი გამოძიება ჩაატარა და სასამართლოს მიმართა განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. ბუნებრივია ისევე, როგორც 2005 წელს, ახლაც, ხელახალი გამოძიების პირობებშიც არ არსებობდა არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ჩემს დანაშაულს დაადასტურებდა, შესაბამისად, ეს სასამართლოს განაჩენშიც აისახა და სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო.

მე ვიყავი უკანონოდ ბრალდებული და მსჯავრდებული ჩემი პროფესიული საქმოანობის გამო პროკურატურის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პირადი ინტერესების გათვალისწინებით, რომელთა მიზანიც იყო ჩამოვეშორებინე პროფესიულ საქმიანობას. ეს უკანონო დევნა ჩემი, როგორც ადვოკატის რეპუტაციის შელახვასა და მთლიანად ადვოკატთა კორპუსის დაშინებას ისახავდა მიზნად, იმ რეჟიმის პირობებში, როცა ადვოკატთა სისტემური რეპრესიები ხორცილდებოდა“, - განაცხადა მამუკა ნოზაძემ.

ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება ადვოკატის გამართლების ფაქტს და მამუკა ნოზაძეს ულოცავს სამართლიანობის გამარჯვებას.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა