ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მისცემენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს

პარტია "ლელოს" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ საშუალებას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს.

როგორც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის საბჭოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ მკაცრი ვალდებულებების შესრულება მოუწევს.

"ქართველი ხალხი ევროკავშირში ინტეგრაციას იმსახურებს. გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭოში იქნება მიღებული, მკაცრ ვალდებულებებთან იქნება მიბმული, რომლის შესრულებაც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს. ჩვენ, "ლელო" და ქართველი ხალხი არ მივცემთ „ოცნებას" საშუალებას, კიდევ ერთხელ გააცუროს და გადააგდოს ჩვენი ევროპელი პარტნიორები და საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი",-განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა