სალომე სამადაშვილი - უკანონო მიყურადება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ევროკავშირს აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით

უკანონო მიყურადება არის ერთ- ერთი მთავარი პრობლემა, რაც ევროკავშირს აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მათ შორის, ის ფაქტი, რომ დღემდე გამოუძიებელია ის დასაბუთებული მოცემულობა, რომ თურმე ევროპელ დიპლომატებსაც უსმენს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით.

სამადაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" მსგავსი ნაბიჯებით ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა.

"ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ კანონპროექტის განხილვების პროცესში, ეს არის პოლიციური სახელმწიფოს გამყარება ქვეყანაში, სადაც ისედაც ყველას უსმენს და უთვალთვალებს "ქართული ოცნება", რაც არაერთხელ ვიხილეთ. ამ კანონპროექტმა გაამარტივა ხელისუფლებისთვის უკანონო მიყურადება, თვალთვალი, ჩაწერა, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. უკანონო მიყურადება არის ერთ- ერთი მთავარი პრობლემა, რაც ევროკავშირს აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მათ შორის, ის ფაქტი, რომ დღემდე გამოუძიებელია ის დასაბუთებული მოცემულობა, რომელიც ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ თურმე ევროპელ დიპლომატებსაც უსმენს "ქართული ოცნება". ამ ყველაფრის შედეგი ასახული იქნება ევროკავშირში განაცხადზე, რომელზეც ბევრს ლაპარაკობს "ქართული ოცნება", მაგრამ ყველა ნაბიჯით, მათ შორის, ამ კანონპროექტის დამტკიცების გზით მიდის საწინააღმდეგო მიმართულებით,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო