ანა დოლიძე - დღეს რომ ონკანში წყალი გვაქვს, ეს  ჩვენი უფლებაა, გარეთ 21-ე საუკუნეა- დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა?

დღეს რომ ონკანში წყალი გვაქვს, ეს ჩვენი უფლებაა, გარეთ 21-ე საუკუნეა. ჩვენს ქვეყანას აქვს ათიათასობით მდინარე და წყლის რესურსი, ასევე ასეთი მომსახურებებისთვის გადასახადებს ვიხდით. დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა? - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ კომპანია GWP-სთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების და მერიის აზრით, წყლის ქონა არის ისეთი მოვლენა, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად მადლობელნი უნდა ვიყოთ.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში 24-საათიანი წყალმომარაგება მხოლოდ რამდენიმე ქალაქში არის, სხვა ქალაქებში კი ეს ფუფუნებაა. ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები კი იმ ჭებით სარგებლობენ, რომელიც საქართველოს პირველ საუკუნეშივე ჰქონდა.

„GWP არის მონოპოლისტი კომპანია. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელიც წყლის მომსახურებას გვაწვდის. ჩვენ მონოპოლისტების ზედამხედველობაში მეტი ზედამხედველობა და ჩარევა გვჭირდება. ამისთვის არის საჭირო სახელმწიფო, მერია, საკრებულო და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომპანია. იმის ნაცვლად, რომ ამ სტრუქტურებმა მონოპოლისტ კომპანიებს პასუხი მოსთხოვონ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ GWP კერძო კომპანიაა და ეს ქსელები მის საკუთრებაშია. ეს არის სამარცხვინო განცხადება, რადგან ის არის ქალაქის თავი და ამ ქალაქის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული პირი. მას უნდა დაეცვა GWP-ის აბონენტების ინტერესები, რომელთა რიცხვიც 500 000-ს შეადგენს, ამის მაგიერ კი გამოვიდა, GWP-ის საქციელი გაამართლა და ახსნა. ეს არასწორია,“- აცხადებს ანა დოლიძე.

„ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, ჩვენ პირველ რიგში უნდა მივეჩვიოთ, რომ 21-ე საუკუნეში წყლის ქონა არ არის საოცრება და ტექნოლოგიური გარღვევა. ეს არის ჩვენი საკუთარი უფლება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს