დავით სერგეენკო - რეზოლუცია არ არის შემაჯამებელი დოკუმენტი, შემაჯამებელი არის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება - რას ემხრობა ევროპარლამენტი დადგენილებაში გამოჩნდება

რეზოლუცია არ არის შემაჯამებელი დოკუმენტი, შემაჯამებელი არის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება - რას ემხრობა ევროპარლამენტი დადგენილებაში გამოჩნდება,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის შესწორებას, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.

კითხვაზე, როცა ევროპარლამენტი მხარს უჭერს რეზოლუციას, სადაც სანქციებია მოთხოვნილი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ივანიშვილის დასანქცირებას, სერგეენკო აცხადებს, რომ ევროპარლამენტი რას ემხრობა, ეს გამოჩნდება საბოლოო დადგენილებაში.

„საპარლამენტო დებატები არის პარლამენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რეზოლუცია არის ამ დებატების ამსახავი დოკუმენტი და არა შემაჯამებელი. შემაჯამებელი არის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება და ამის შემდეგ გვექნება საშუალება უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი თითოეული პუნქტი. რეზოლუცია არის დებატების ერთგვარი ოქმი, ეს არ არის შემაჯამებელი დოკუმენტი, რეზოლუცია ჟღერს, როგორც გადაწყვეტილება, მაგრამ სინამდვილეში არის დებატების ამსახავი წერილობითი ფორმა.

ევროპარლამენტი რას ემხრობა, ეს გამოჩნდება მის საბოლოო დადგენილებაში, რომელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოესი ერთი კვირის 10 დღის განმავლობაში მიიღებენ,"- განაცხადა სერგეენკომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს