ირაკლი კობახიძე - სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ერთადერთი, რომ ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ის ტყუილები, რომელიც არის ჩამოყალიბებული რეზოლუციაში ქმნის უარყოფით ფონს, მაგრამ საბოლოო ჯამში კომისია და საბჭო საკუთარი განსჯის და მცდელობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„ჩვენ დაველოდებით 23-24 ივნისს, როცა მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ. ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, ქმნის უარყოფით ფონს და ის ტყუილები, რომელიც არის ჩამოყალიბებული რეზოლუციაში ქმნის უარყოფით ფონს, მაგრამ საბოლოო ჯამში კომისია და საბჭო საკუთარი განსჯის და მცდელობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას და შესაბამისად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ერთადერთი, რომ ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მოლოდინის მიხედვით ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხის მიმართ იქნება ობიექტური და სამართლიანი. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს და ამის გვჯერა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა