ირაკლი კობახიძე - ფაქტი არ გაქვთ რუსულ კავშირებზე და ივანიშვილის თითქოსდა არაფორმალურ მმართველობაზე, ცარიელი ტყუილია რასაც ავრცელებთ და ეს ტყუილი მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამერიკამ რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციები იმიტომ არ დაადო, რომ ის „ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირია“. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების მიერ ბიძინა ივანიშვილის რუსულ ინტერესებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვლადიმერ ევტუშენკოვი, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორია.

„ევტუშენკოვი არის ბაიდენთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი, რომელიც არის ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი, ზუსტად ამის გამო გაათავისუფლეს ის სანქციებისგან. ავსტრალიისგან არის სანქცირებული და ამერიკამ სანქციები იმიტომ არ დაადო, რომ არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი, ჰანტერ ბაიდენის, ანუ ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი.

ფაქტი არ გაქვთ რუსულ კავშირებზე და ივანიშვილის თითქოსდა არაფორმალურ მმართველობაზე, ცარიელი ტყუილია რასაც ავრცელებთ და ეს ტყუილი მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა