ნინო ლომჯარიას შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ირაკლი კობახიძის არგუმენტი, რომ ყველანი „ფეიკ“ ნიუსების მსხვერპლი არიან, სუსტია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის არგუმენტი, რომ ყველანი „ფეიკ“ ნიუსების მსხვერპლი არიან, სუსტია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმ საკითხებზე, რაზეც ევროპარლამენტარები გუშინ საუბრობდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები არსებობს და მათი განცხადებები ჭორებზე დაფუძნებული არ არის.

“გუშინ ყველა გამომსვლელი, ევროპის პარლამენტის წევრი ძალიან კრიტიკული იყო შექმნილი ვითარების მიმართ. ალბათ, სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი „ფეიკ“ ნიუსების მსხვერპლი არიან, მითუმეტეს, ამ საკითხებზე, რაზეც გუშინ პარლამენტარები საუბრობდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები არსებობს. ისინი ვიღაცის მოყოლის საფუძველზე არ საუბრობდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთო-ს მომხსენებლის, საერთაშორისო უფლებამცველი ორგანიზაციების და საკუთარი მიგნებების, დასკვნების საფუძველზე საუბრობდნენ. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, ჭორებზე დაფუძნებული არ იყო“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტი "ფეიკის მსხვერპლი" გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა