იაგო ხვიჩია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მმართველი გუნდის განცხადებებზე - იმას მაგონებს, ფეხბურთის თამაშისას ერთი გუნდი ყვითელ ბარათს რომ მიიღებს და მეორეს საყვედურობს, რატომ გიხარიაო ნაცვლად იმისა, რომ უხეშობას თავი დაანებოს

ეს ყველაფერი იმას მაგონებს, ფეხბურთის თამაშის დროს ერთი გუნდი ყვითელ ბარათს რომ მიიღებს და მეორე გუნდს საყვედურობს, რატომ გიხარიაო ნაცვლად იმისა, რომ გამოსწორდეს და უხეშობას თავი დაანებოს - თუ "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უნდა, მგონი, ასე უნდა გააგრძელოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" დიპლომატიური მარცხია.

"თუ იგივეს გაგრძელება უნდა, ხელი მე როგორ შევუშალო? - წარმატებებს ვისურვებ. ოპოზიციას იგივე უნდა, რაც აქამდე უნდოდა - ხელისუფლებაში მოსვლა. მეორე საკითხია, ისინი ამისთვის მზად არიან თუ არა, მაგრამ ახლა ბურთი "ქართული ოცნების" მხარესაა. ეს ყველაფერი მათი დიპლომატიური მარცხია და სწორედ ისინი არიან გამოსასწორებლები. თუ არ გამოსწორდებიან, ვნახავთ, ეს ყველაფერი სადამდე მივა. რწმენა არ მაქვს, რომ ესენი გონს მოეგებიან, მაგრამ ამას ვუშვებ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო