გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება" გვართმევს ევროპულ პერსპექტივას - ივანიშვილი სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა-პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო

„ქართული ოცნება" გვართმევს ევროპულ პერსპექტივას - ივანიშვილი სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა-პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო, ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები და ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსი ახლოსაა, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ არათუ სტატუსი ვერ მოვიპოვოთ, არამედ რაც გვაქვს, ისიც კი დავკარგოთ, "დავკარგოთ, კერძოდ, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და სხვა სიკეთეები ევროკავშირიდან".

"რეზოლუცია პირველ რიგში არის ქართველი ხალხისთვის გაგზავნილი გზავნილი. ახლა ისე, როგორც არასდროს გვჭირდება დაფიქრება, ამ კატასტროფულ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ, სამშობლო გვიხმობს. "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ წაგვართვა სახელმწიფო, "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა მიიტაცეს საქართველოს ხელისუფლება, გვართმევს ევროპულ პერსპექტივას. ის დროა, როცა ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ, დროა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ, ვინც მეტს და მეტს აკეთებენ, რომ როგორმე ასცდეს საქართველო ევროპისკენ ინტეგრაციის გზას. თითოეულ თქვენგანზეა პასუხისმგებლობა, ჩვენ, ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ თუ ქართველმა ხალხმა პასუხი არ გაეცით "ქართულ ოცნებას", რომ არ შეიძლება სამშობლო წაგვართვან, ისე არაფერი შეიცვლება",-განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ახლა ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებამ არ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს.

"არავინ მოგატყუოთ, რომ ვინმეს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, გუშინდელ დისკუსიაში ევროპარლამენტში ვინმემ ამის მსგავსი გაიგონეთ? მათ გული შესტკივათ ქვეყანაზე, ქართველ ხალხზე და ერთადერთი რამ უნდათ - გაიმართოს ქვეყანა წელში და ჰქონდეს მყარი დემოკრატია.

მივმართავ საზოგადოებას, ცოტა ხანს ნუ მოუსმენთ "ქართულ ოცნებას", კონსულტანტების დაწერილი ტექსტებით ლაპარაკობენ. დროა გამოვაფხიზლოთ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, მათი შანტაჟის არავის ეშინია, საქართველომ ევროპული პერსპექტივა უნდა მოიპოვოს",-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა