ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” 20 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ აქციას - „შინ ევროპისკენ“ უერთდება

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია 20 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება.

როგორც მელია განმარტავს, 20 ივნისს დაანონსებულ აქციას ყველა უნდა შეუერთდეს განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა და თაობებისა.

„20 ივნისს, სამი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად. ვიცი, რომ ამ დღეს პატრიოტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფლება, კვლავ იკრიბება რუსთაველზე, ისევე როგორც მაშინ.

დღეს, იგივე სამოქალაქო საზოგადოება აანონსებს აქციას, 20 ივნისს, 20:00 საათზე. განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა და თაობებისა, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ. ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ მნიშვნელოვან თარიღს. როგორც არასდროს სიმრავლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“,-აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, თბილისში, 20 ივნისს, მარში სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორები არიან: სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“, „სირცხვილია“ და „რუსეთი ოკუპანტია“ .

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა