ხატია დეკანოიძე თავდაცვის მინისტრს - რატომ არ შეიძლება ჩაფხუტების და ჯავშან-ჟილეტების გადაცემა უკრაინისთვის? - ომი კი არ გვინდა, გვინდა, უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი ვიყოთ

ვისურვებდი, თავდაცვის მინისტრისგან მომესმინა, რას აკეთებთ ნატოსთან მიმართებით, რითი მიდიხართ მადრიდის სამიტზე, არის თუ არა საბოლოოდ დამტკიცებული საქართველოს მიპატიჟება მადრიდის სამიტზე, არის თუ არა კონკრეტულად შესრულებული ეროვნული გეგმა, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.

მისი თქმით, ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოცემულობა: პოლიტიკური, სამხედრო ანუ თავდაცვითი, მენეჯმენტი და საბაზისო.

„პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილში ნატოს მთავარი ფორმულა არის დემოკრატიული რეფორმები, კანონის უზენაესობა, ეს არის არა მხოლოდ ძალაუფლებაში მყოფი სამინისტროები, არამედ სამართლიანობა და ყველაზე მნიშვნელოვანი - სასამართლო დამოუკიდებლობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის პირობებში, თავდაცვის სამინისტროსგან, რომელიც მთავარი ფუნქცია არის პოლიტიკის განსაზღვრა, არ არის წარმოდგენილი ანალიზი, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს შემთხვევაში.

დეპუტატმა უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„თქვენ იცით ალბათ, რომ განაღმვა დასჭირდება უკრაინის ტერიტორიას დაახლოებით 6-დან 7 წლამდე. რატომ არ შეიძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს თავდაცვის სამინისტრო და შესთავაზოს დახმარება? სამწუხაროდ, არავითარი დახმარება ამ კუთხით საქართველოსგან არ ყოფილა. რატომ არ შეიძლება ჩაფხუტების და ჯავშან-ჟილეტების გადაცემა? ომი კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი ვიყოთ. გვინდა, რომ დიდი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის და ასეთი ქვეყნების ქოლგის ქვეშ ვიყოთ და ნატოს ქოლგის ქვეშ ვიყოთ", - მიმართა ხატია დეკანოიძემ თავდაცვის მინისტრს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო