გია ვოლსკი - ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სისტემა, რომლითაც შენს სიტყვას საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე ფასი ეძლევა

ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სისტემა, რომლითაც შენს სიტყვას ფასი ეძლევა საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

პირველმა ვიცე-სპიკერმა საქართველოსთვის ომის არიდების საკითხზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებენ არ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში.

„სურვილი ომისა ერთია, შედეგი მეორეა და მესამეა კიდევ სტრატეგიული გეგმა, რომლითაც უნდა ავიცილოთ სიტუაციის უფრო მძიმე განვითარება. ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სისტემა, რომლითაც შენს სიტყვას ფასი ეძლევა საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე. როდესაც მთელი მსოფლიო, ვგულისხმობ მოწინავე ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს გვერდზე დგანან, კონკრეტულად გეუბნებიან, მათ შორის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს კრახი, რა საკვირველია ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, თუ კი რაიმე კონსპირაცია ამაში არ დევს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო