ადვოკატი - ბიძინა ივანიშვილის მიდგომა სიმშვიდის შენარჩუნებაა - იოლად შეეგუა ამ ზეწოლას

ბიძინა ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ვინც ივანიშვილზე ზეწოლის განმახორციელებელი და ავტორია, მისი ფსიქოტიპაჟის გათვლაში შეცდომა დაუშვა.

ბიძინა ივანიშვილის სტილი და მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა. ეს სიმშვიდე ჩვენს გუნდზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს. გარდა ამისა, მან, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი, ინიციატორი, ან რეალიზატორია, თითქოსდა შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს. შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ. გვქონდა და გვაქვს საქმეზე პროგრესი. არაერთი პროგრესი და განვითარებაა ამ საქმის ირგვლივ ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურნეს კი მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დეპუტატები ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა