მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია IBSU-ში წელს პირველად ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2022 წელს მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია პირველად ჩატარდა.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი პროექტის წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

„კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმის, არქიტექტურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სექციები, სადაც ამ მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები მონაწილეობდნენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა კონფერენციაზე წარმოდგენილ სექციებში მოხსენებები წარადგინეს საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმაც. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სექციების საუკეთესო ნაშრომები შეირჩა საკონფერენციო კრებულში დასაბეჭდად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თეა კბილცეცხლაშვილმა სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობა მიულოცა და განაცხადა, რომ მსგავსი სახის კონფერენციები ხელს შეუწყობს სტუდენეტებს განავითარონ კვლევითი უნარები, გაცვალონ შეხედულებები და გამოცდილება, ასევე შექმნან ერთობლივი პროექტები.

კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მომავალში წარმოდგენილი სექციებისა და დისციპლინების მრავალფეროვნების გაზრდაც იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში