ბექა ოდიშარია იტალიელ კოლეგებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, რომელიც იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზილატისთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან შეხვედრებში.

შეხვედრებზე იტალიის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობების პირებმა კიდევ ერთხელ, სრული და მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ.

საქართველოს დელეგაციის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრის დროს, ბექა ოდიშარიასა და რობერტო ფიკოს შორის გამართული დიალოგისას, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, წარსულში ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობის მაღალ ხარისხს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო თვისობრივად განმტკიცების მიზნით, გამოთქვა ინიციატივა, საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის გაფორმდეს ღრმა პროტოკოლი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წარმომადგენლებს და იტალიელ ხალხს, ქართული დიასპორის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვისა და დამოკიდებულების გამო.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე