ოთარ შამუგია - რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც მოსახლეობისთვის პურის გაძვირებას არ გამოიწვევს

ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოქალაქეებისთვის - სხვადასხვა გზებზე ვმუშაობთ, ჩვენ რომ კონკრეტული გადაწყვეტა გვქონდეს, მაშინ ამას ვიტყოდით და შესაბამის ღონისძიებასაც გავატარებდით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში მსჯელობა," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ხორბლის კარგი მოსავალი იქნება.

"ჩვენ კახეთის რეგიონში ვიყავით. ველოდებით, რომ კარგი მოსავალი გვექნება. შარშან როგორც იცით, კარგი მოსავალი გვქონდა. წინა წელთან შედარებით ხორბლის მოსავლიანობა დაახლოებით 33%-ით გაიზარდა. წელსაც ვფიქრობთ, რომ კარგი მოსავალი გვექნება და მთლიანობაში ყველა მიმართულებით მზად ვართ. ამღები ტექნიკა მზად არის, რომ ამ პროცესს შეუდგეს. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ და ხორბლის მწარმოებლებს ხელი შევუწყოთ. აქაც, მალე კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტი გვექნება, რომელიც ვფიქრობ, რომ მომავალ წლებში ჩვენს ქვეყანაში ხორბლის წარმოების პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო