პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ელჩებს ხვდებიან

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებსა და შვედეთის ელჩს, ე.წ. ბალტიის სკანდინავიურ ფორმატში ხვდებიან.

როგორც სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დიპლომატებთან ისაუბრებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე და იმაზე, რომ “ჩვენი სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის გამო არ უნდა დაისაჯოს”.

“ამიტომ, როდესაც მომავალი კვირის ბოლოს გამოქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით და ევროპული საბჭოს სხდომის წინ, როდესაც ძალიან მყარად უნდა მომზადდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია ჩვენს განაცხადათან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩებს დეტალურად გავაცნოთ ჩვენი ხედვა განაცხადის შესახებ, კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და არ უნდა დაისაჯოს ჩვენი სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის გამო. ჩვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანა მარტი არ დარჩეს, ერთი მხრივ, რუსეთის პირისპირ და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირისპირ. ამიტომ, ამ პოზიციებს ელჩებთან კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ”, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს