გიგა ბოკერია კოპენჰაგენში დემოკრატიის რიგით მე-5 სამიტს ესწრება

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კოპენჰაგენში დემოკრატიის რიგით მე-5 სამიტს ესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელი სამიტი ავტორიტარული ძალების შეკავებას, მძლავრი დემოკრატიული ალიანსების შენებასა და პუტინის აგრესიის პირისპირ უკრაინის დახმარებას დაეთმო.

სხვადასხვა პანელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატოს მე-12 გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი გაუძღვნენ.

მონაწილეებმა სხვადასხვა პანელზე დემოკრატიულ აქტივიზმზე, ავტორიტარიზმის შეკავებაზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ურთიერთმიმართებაზე, უკრაინის თავგანწირვაზე და ციფრულ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, არის პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში არის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი თავისუფალმა სამყარომ ამ ყველაფრის შემდეგ, პუტინის დამარცხებასთან ერთად. როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. აქ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების მთავარ გამოწვევასა და პრობლემაზე კიდევ უარესი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან წარმომადგენლები არიან, აქ არა თუ არ არის საქართველოს მთავრობა, ჩვენი მთავრობა არ არსებობს დღის წესრიგში, როგორც აქტიური მოთამაშე, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ამ ახალი არქიტექტურის პირობებში იყოს დაცული, თავისუფალი ქვეყანა. იმიტომ, რომ ჩვენს დღევანდელ რეჟიმს, ჩვენი ქვეყნის ინტერების საწინააღმდეგოდ, პუტინიზმის გაძლიერების ხარჯზე, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა აქვს. ასე რომ ჩვენი ეროვნული ამოცანა, საქართველოს ყველა მოქალაქის, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა, ჩვენი მომავლის, თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, არის რომ წინ, თავისუფალი სამყაროსკენ წავიდეთ, ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის გარეშე. ამიტომ ყველას ვისაც უნდა, რომ ამაში, საკუთარი და საკუთარი შვილების მომავალში წვლილი შეიტანოს, ამ რეჟიმის შესაცვლელად ნაბიჯი უნდა გადადგას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა