სალომე სამადაშვილი - ჩემთვის უცნაურია ივანიშვილის ადვოკატის განცხადება, რომ უკვე სანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, მაშინ რას გვეუბნება ივანიშვილი?

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი გაიმიჯნოს ჩვენი ქვეყნის მომავლისგან, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შანსი მისცეს იმ დათქმით, რომ ქვეყანას სჭირდება შესაბამისი რეფორმების გატარება, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, როგორც ჩანს, ევროკავშირის მხრიდან დათქმის პირობა წაყენებული იქნება საქართველოსთვის.

“ამიტომ უნდა მოხდეს ივანიშვილის, “ქართული ოცნების” რეჟიმისა და ქვეყნის პერსპექტივის განცალკევება. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოიპოვოს ევროპული მომავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავრჩებით გეოპოლიტიკურად იზოლირებულ მდგომარეობაში. ”ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ვითარება შეექმნა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტებით ჩვენ ვცდილობთ ეს რეალობა შევცვალოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ რამდენიმე დღე რჩება და ის ნაბიჯები მაინც გადადგან, რაც მათ ხელთაა და დარწმუნონ ევროკავშირი, რომ რაღაცის შეცვალს აპირებს ხელისუფლება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვას, სამადაშვილის თქმით, როდესაც ევროპარლამენტი ხმათა უმრავლეოსობით ამტკიცებს, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება აუცილებელია, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს შემდგომი მსვლელობა აუცილებლად მიეცემა.

“ეს არის პროცესის დასაწყისი და მათ შორის, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აპირებს მოიქცეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის უცნაურია ივანიშვილის ადვოკატის განცხადება, რომ უკვე სანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი. მაშინ რას გვეუბნება ივანიშვილი? იმას, რომ ის მყარად დადგა რუსეთის მხარეს იმ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც თავისუფლებისთვის იმართება თავისუფალ სამყაროსა და რუსეთს შორის, იმიტომ, რომ დღეს, სანქცირებული არიან ის პირები ვინც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ რუსეთის ინტერესების გატარებას. უცნაურია, რომ ევროკავშირის მიერ ფაქტობრივად, პროცესის დაანონსების ფონზე ივანიშვილი თავად ადასტურებს, რომ ევროკავშირის მიერ უკვე არის სანქცირებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკიდურესად დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ, როცა ევროკავშირმა უნდა განიხილოს ჩვენი ქვეყნი ისტორიული შესაძლებლობა,რასაც კანდიდატის მინიჭება ჰქვია”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ვინც ივანიშვილზე ზეწოლის განმახორციელებელი და ავტორია, მისი ფსიქოტიპაჟის გათვლაში შეცდომა დაუშვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა