გურამ ოქროპირიძე - ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წევრი გურამ ოქროპირიძე ოპოზიციონერ კოლეგებს გამოეხმაურა და მათ განცხადებებს ცინიკური და დესტრუქციული უწოდა.

გურამ ოქროპირიძის თქმით, ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა.

,,სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკა ღირებულებებისა და ფასეულობებისგან დაიცალა და ბევრი დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგანაც ღირებულებებისგან დაცლილი უცნაური შეფასებები მოვისმინე’’,- განაცხადა საკრებულოს წევრმა და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს საკუთარი მმართველობის პერიოდი შეახსენა.

გურამ ოქროპირიძის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ირღვეოდა დასავლური ღირებულებები და ადამიანის უფლებები, სწორედ მათი მმართველობის დროს ხდებოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

,,თქვენ არ მოგწონთ დედაქალაქის ბიუჯეტი, თუმცა, არ შემოგვთავაზეთ თქვენს მიერ შემუშავებული ალტერნატიული ბიუჯეტი, დაიწუნეთ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თუმცა, საკუთარი ხედვები არც ამ მიმართულებით შემოგითავაზებიათ’’,- აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ და კოლეგებს ნაცვლად უსაფუძვლო კრიტიკისა, თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე