საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებმა ტრენერთა რესერტიფიცირების ტრენინგი წარმატებით გაიარეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა (UAG) და ავტორიზებული საგამოცდო ცენტრ BDO ACADEMY-ის რესერტიფიცირების პროექტის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანების 9 ტრენერმა რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 8 დღიანი ტრენინგი ტრენერების პრაქტიკულ კურსს მოიცავდა, რომლის მიზანი ტრენინგის ჩატარების უნარების გაუმჯობესება, ეფექტური პრეზენტაციების მომზადება და ტრენინგის დროს კომუნიკაციის სწორად წარმოება იყო. სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება კონკრეტული მაგალითების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

„ტრენინგები გაიარეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოების და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა, აეროპორტების და აეროდრომების ექსპლუატაციის მონიტორინგის მენეჯერმა გიორგი კენჭოშვილმა, მგზავრთა და ბარგის მომსახურების სამსახურის მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა, ბაქანზე მომსახურების სამსახურის მენეჯერმა გიორგი პირტახიამ, ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების მენეჯერმა გიორგი გოდუაძემ, აეროდრომის ექსპლუატაციის სამსახურის მენეჯერმა გაგა კუპატაძემ, სახმელეთო ტექნიკის ექსპლუატაციის სამსახურის მენეჯერმა გიორგი ბილინმა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მენეჯერმა თენგიზ შალამბერიძემ და ქუთაისის აეროპორტის ექსპლუატაციის მონიტორინგის მენეჯერმა გივი ნანავამ.

ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მენეჯერები თანამშრომლებისთვის სავალდებულო პერიოდული სწავლებისა და ტრენინგების ჩატარებას თავად შეძლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია