ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ახლა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროპული პერსპექტივა

ასეთი ტიპის განცხადება არც იმსახურებს კომენტარს, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომ „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ახლა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და ეს პერსპექტივა დაუკავშირდეს მკაფიო რეფორმების განხორციელებას.

„პირობები, რომელიც დაკავშირებული იქნება ქვეყნის მიერ ევროპული პერსპექტივის მიღებასთან, ისეთი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების განხორციელებას. ეს არის კანონის უზენაესობის დამკვიდრება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება. სად არის აქ, უსამართლო მოთხოვნა? ეს ის რეფორმებია, რომელიც გატარდა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში და ნახეთ, როგორ ცხოვრობენ დღეს ეს ქვეყნები. შესაბამისად, გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდეს ისე, როგორც ცხოვრობენ ბალტიის ქვეყნები. ამისათვის საჭიროა ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და ერთპარტიული ტირანიის დასრულება. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა