სალომე სამადაშვილი - არ ვკონცენტრირდები მხოლოდ იმაზე, რას ამბობს ივანიშვილის ყოფილი ექიმი, ბატონი ხუნდაძე, არ მგონია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ის საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შემთხვევითი არ არის დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომ „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“.

„ვიტყოდი, რომ ეს განცხადება არ არის შემთხვევითი განცხადება. ამიტომ, არ ვკონცენტრირდები მხოლოდ იმაზე, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ექიმი, ბატონი ხუნდაძე. არ მგონია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ის საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული ევროპული საბჭოს სხდომაზე, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ქართველი ხალხის მიერ არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ამიტომ, არ მგონია, რომ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მხოლოდ იმაზე, რას ამბობს კობახიძე. აქ, საუბარია, რა პოლიტიკური პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. ღიად და აშკარად უარის თქმა იმ არჩევანზე, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა და კონსტიტუციაშიც ასახულია, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გამოიწვევს შესაბამის პოლიტიკურ შედეგს „ქართული ოცნებისთვის“, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ინდივიდუალური წარმომადგენლებისთვის, როგორიც არის ხუნდაძე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა