ქართულ - უკრაინული პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ფარგლებში, უკრაინელი პატარები საქართველოში 14 დღეს გაატარებენ

ქართულ - უკრაინული პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ფარგლებში, უკრაინელი პატარები საქართველოში შთაბეჭდილებებით სავსე 14 დღეს გაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მონაწილეები სწორედ იმ ქალაქებიდან შეირჩა, სადაც რუსული აგრესიის შედეგები განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

„პროექტი „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ქართული ფონდის “ალილო” 2015”, უკრაინულ ფონდის „ჩემი უკრაინა“, მამუკა ხაზარაძის და სხვა ბიზნესმენების მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მთავარი ამოცანა უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები მებრძოლების შვილების საქართველოში ჩამოყვანაა. პროექტის ფარგლებში, ბავშვები სტუმრობენ აჭარის ისტორიულ, კულტურულ ძეგლებს, ასევე მათთვის იმართება შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.

25 მოზარდი ჩამოვიდა უშუალოდ საომარი მოქმედებების ზონებიდან. პროექტის მიზანია, სახალხო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობა, ქართველი და უკრაინელი მებრძოლებისა და ვეტერანების შვილების დამეგობრება და საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების ფსიქორეაბილიტაცია.

21-ე საუკუნეში, როცა ცივილიზებულმა სამყარომ განვითარების პიკს მიაღწია, ეს ორი ქვეყანა (საქართველო-უკრაინა) დღემდე განიცდის რუსულ ოკუპაციას და აღნიშნულმა აგრესიამ 24 თებერვლის შემდეგ გაუგონარი ხასიათის მასშტაბები მიიღო (ვგულისხმობთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრას და სისასტიკეს, საქართველოში ე.წ „ბორდერიზაციას“, მშვიდობიანი მოქალაქეების ყოველდღიურ გატაცებას, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებლებთან კომუნიკაციის შეზღუდვა.)

მსგავსი აქტივობა კიდევ უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს აღნიშნული აგრესიის შედეგებს და იმას, რომ ამ კატეგორიის ბავშვები გაცილებით მეტ ყურადღებას საჭიროებენ, როგორც სახელმწიფოს, ასევე დანარჩენი საზოგადოების მხრიდან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე