აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე - საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ ვაშინგტონიდან ღრმა შეშფოთების შემცველი გზავნილი ჩამოვიტანე

საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ ვაშინგტონიდან ღრმა შეშფოთების შემცველი გზავნილი ჩამოვიტანე, - ამის შესახებ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა განაცხადა.

„ჩემი ვიზიტი უპრეცედენტო გლობალურ გამოწვევას ემთხვევა, რაც გახლავთ პუტინის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ხელახალი შეჭრა. ეს ისაა, რაც საქართველოს გამოცდილი აქვს. მაგრამ, ამავდროულად, ესაა უნიკალური შესაძლებლობის დრო საქართველოსთვის. ჩემი გზანილი არის, რომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი, გაერთიანდით იმისათვის, რომ მიაღწიოთ იმას, რაც ქართველ ხალხს სურს“,- აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დასძინა, რომ აშშ საქართველოს ერთგული რჩება.

„ჩემი გზავნილი ამერიკიდან გახლავთ ჩვენი ღრმა ერთგულება საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისწრაფებებისადმი. ეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები წარმოადგენენ სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას. გზა ამ მისწრაფებისადმი არის მკაფიო - ის საკმაოდ კომპლექსურია და მოითხოვს ძალიან დიდ შრომას“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.

როგორც მან განაცხადა, ბევრი რამ არის მიღწეული ამ მიმართულებით, რისი ნაწილიც შეერთებული შტატებიც იყო, თუმცა, დასძინა, რომ ამ კუთხით კვლავ ბევრია გასაკეთებელი.

„აქ ყოფნისას შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, იურიდიული საკითხებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტივისტებს, რათა სრული სურათი დამენახა ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ და იმ სამომავლო საქმიანობის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა მან.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მას ფართო და ნაყოფიერი საუბრები ჰქონდა, რა დროსაც დემოკრატიული განვითარების საკითხები, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები განიხილეს, ისევე როგორც, ის თუ როგორ შეუძლია ოფიციალურ ვაშინგტონს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს