მიხეილ სარჯველაძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოლიტიკური პოლარიზების შექმნის არავითარი ინტერესი ხელისუფლებას არ გააჩნია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოლიტიკური პოლარიზების შექმნის არავითარი ინტერესი ხელისუფლებას არ გააჩნია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა მიმდინარე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივი ინტერესის საგანი, მათ შორის, მეტწილად, პოლიტიკურ პროცესებში პოლარიზების ხარისხზე, როგორც ხელის შემშლელ ფაქტორზე დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

„ხაზი გაესვა, რომ ეს არის, უმრავლეს შემთხვევაში, შემაფერხებელი ჩვენს ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. აღინიშნა იმის შესახებაც, რომ ეს არ არის პრობლემა, რომელიც, ამ შემთხვევაში, შეიძლება ხელისუფლებისგან მომდინარეობდეს, არავითარი ინტერესი ხელისუფლებას ასეთი ვითარების და გარემოს შექმნისა არ აქვს და ეს ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ოპოზიციის რადიკალური ფრთის ინტერესში",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს