მიხეილ დაუშვილი - რაც ბატონმა ხუნდაძემ ბრძანა, თუ ამაზე წამსვლელი არის და ამას აპირებს „ოცნება“, ეს ქვეყნის მომავალ ორიენტაციას ეხება, ამის დაშვებაც არ მინდა, მაგრამ იზოლაციაზეა საუბარი

რაც ბატონმა ხუნდაძემ ბრძანა, თუ ამაზე წამსვლელი არის და ამას აპირებს „ოცნება“, ეს ქვეყნის მომავალ ორიენტაციას ეხება, ამის დაშვებაც არ

მინდა, მაგრამ იზოლაციაზეა საუბარი, - ასე შეაფასა „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ "ქართული ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

დაუშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, არსებულ ვითარებაში როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბატონმა ხუნდაძემ რა გვითხრა, რა არის რეალობა: წყდება საკითხი ხვალ სად ვიქნებით, - ევროპასთან თუ რუსეთთან. ჩვენს რეალობაში, ნეიტრალიტეტი არ არსებობს, თუ ამას არ უდგას დასავლელი პარტნიორების გარანტიები, მათ შორის სამხედრო გარანტიები. შენი არ ყოფნა ევროპასთან, ნიშნავს ავტომატურად რუსეთთან ყოფნას. თუ ასეთი გახლეჩა მოხდა, მითუმეტეს, რაც ბატონმა ხუნდაძემ ბრძანა, თუ ამაზე წამსვლელი არის და ამას აპირებს „ოცნება“, ეს ქვეყნის მომავალ ორიენტაციას ეხება. ამის დაშვებაც არ მინდა, მაგრამ იზოლაციაზეა საუბარი. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. „ოცნებას“, ნაცვლად იმისა, ამ რეზოლუციაზე მაინც ჰქონოდა ადეკვატური პოზიცია და პოლიტიკური ნება დაეფიქსირებინა, ადეკვატურობაც დაკარგული აქვს. რამდენიმე ევროპარლამენტარის გინებას ხომ არ დასჯერდნენ, კობახიძე გამოვიდა და „ფეიკი“ დაარქვა ამ ყველაფერს. ადეკვატურადაც არ აფასებენ საფრთხეს და აგრძელებენ, რომ ურთიერთობა დაძაბონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

რაც სამწუხაროდ, ბატონმა ხუნდაძემ თქვა, იმის გაგრძელებაა, რაც გუშინ კობახიძისგან მოვისმინე. ისედაც ასეთ უმძიმეს რეზოლუციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება, ზემოდან მოჰყვა სახელისუფლებო პარტიის აბსოლუტურად, არაადეკვატური პოზიცია, ეს უაღრესად სახიფათოა. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანი და სახიფათოა, როგორ მოიქცევა ოპოზიცია და ამ სიტუაციას როგორ შეხედავს. არ შეიძლება ეს დაინახოს ვინმემ შესაძლებლობა, რომ დროა ხელში ჩავიგდოთ ხელისუფლება. ძალიან საშიში პროცესია“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს