ანა ბუჩუკური - იმის ნაცვლად, რომ ოფიციალური თბილისი სკეპტიკურად განწყობილ მეგობრებს არწმუნებდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტს უკრძალავენ

იმის ნაცვლად, რომ ოფიციალური თბილისი და ოფიციალური თბილისის ნაწილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი გაშლილი იყოს მთელს ევროპაში და სკეპტიკურად განწყობილ მეგობრებს არწმუნებდნენ, რომ დიახ, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს, ამის ნაცვლად პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტს უკრძალავენ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორები დავარწმუნოთ და ყველას მოვუწოდოთ, რომ ქვეყანა და ხალხი იმსახურებს მათ მხარდაჭერას.

“ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ მწვავე კრიტიკა გვესმის ჩვენი მეგობრებისგან და განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მწვავე შეფასებები ბრიუსელიდან.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორები დავარწმუნოთ და ყველას მოვუწოდოთ, რომ ქვეყანა და ხალხი იმსახურებს მათ მხარდაჭერას.

პირდაპირი თავდასხმა და ანტიდასავლური მესიჯები ვიხილეთ “ქართული ოცნების” მხრიდან, ასევე ირაკლი კობახიძის სამარცხვინო ბრიფინგი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ ქვეყანას ჭირდება მხარდაჭერა, რომ არ დარჩეს ეს ქვეყანა იზოლირებული და მარტო ოკუპანტ რუსეთთან.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოახერხა ის, რომ ამ ქვეყანას ქვეყნის გარეთ სახე შეუნარჩუნა და ამისთვის მას მადლობა. მისი როლი საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ ეს იყო, ბოლო თვეების განმავლობაში ამას ღირსეულად ახორციელებდა და ვნახეთ კიდეც საერთაშორისო მეგობრების მხრიდან შეფასებები და დამოკიდებულება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ.

იმის ნაცვლად, რომ ოფიციალური თბილისი და ოფიციალური თბილისის ნაწილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი გაშლილი იყოს მთელს ევროპაში და სამწუხაროდ სკეპტიკურად განწყობილ მეგობრებს არწმუნებდნენ, რომ დიახ, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს, ამის ნაცვლად პრეზიდენტს უკრძალავენ საზღვარგარეთ ვიზიტს”,- აღნიშნავს ბუჩუკური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო