გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ფაქტობრივად, ყველაზე პოპულარული ქართველია გარეთ და აქ, შიგნით უჭირთ ხოლმე პოლიტიკოსებსაც მისი სახელის ხსენება

ლაპარაკი იყო გაყვანაზე. მე რომ მკითხოთ, გაყვანა კი არა, საერთოდ, რა უნდა ციხეში, ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა გვყავდეს?! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მონახილების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე პოპულარული ქართველია ქვეყნის გარეთ.

„ისეთი აღფრთოვანებულია, ისეთი განსხვავებული განწყობა აქვს, ორი დღე მართლაც ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენთვისაც, ყველასთვის და ამისთვის [მიხეილ სააკაშვილისთვის] განსაკუთრებით. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი ახსენებდა და თან როგორ კონტექსტში ახსენებდა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ყველაზე პოპულარული ქართველია გარეთ და აქ, შიგნით, უჭირთ ხოლმე პოლიტიკოსებსაც მისი სახელის ხსენება. ეს ხომ ფაქტია, ხომ ვიცით, სამწუხაროდ. ლაპარაკი იყო გაყვანაზე. მე რომ მკითხოთ, გაყვანა კი არა, საერთოდ, რა უნდა ციხეში, ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა გვყავდეს?! არ არის ახლა ეს უცნაური ვითარება?!" - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს